22:23 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 16:40:01, 888 ნახვა

პოლიტიკა
ნაკაიძე კობახიძეზე - კუთხეში მიყენებულ პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა

ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მას "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.

ნაკაიძის თქმით, მძიმედ ასატანი რეპუტაცია მხოლოდ მოღალატეებისთვის აქვს.

"ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს"- წერს სოციალურ ქსელში ნაკაიძე.

შეგახსენებთ, 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავდნენ,  ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.

მომხდარ ფაქტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის კაცი" უწოდა. "თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, სხდომათა დარბაზში, კუთხეში, დგომა ეკუთვნის", - თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics