22:08 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 13:02:59, 1722 ნახვა

სამართალი
მოსკოვის სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ წევრები დაუსწრებლად გაასამართლა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ წევრები დაუსწრებლად გაასამართლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა Медиазона მოსკოვის სასამართლო ბარათების ჩანაწერებზე დაყრდნობით წერს, დაკავების ორდერი ლეგიონის ოთხ წევრზე გასცეს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთი მათ დაქირავებულობაში ადანაშაულებს (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

ამასთან, როგორც "რადიო თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ქართული ლეგიონის“ წევრებისთვის მორალურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 

„ეს არის ის რიტორიკა, რომლითაც გველაპარაკება საქართველოს ხელისუფლება - დაქირავებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს მესმის წლებია. ასე რომ, არ გამკვირვებია, რომ რუსეთის სასამართლოც ამას ლაპარაკობს. მე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უფრო მაინტერესებს. ისეთი შეგრძნებაა, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ და რიტორიკაც ერთნაირია“,- განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის აპრილში აღძრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics