|
2023-03-23 09:30:45, 1847 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ჰააგის მიერ ორდერის გაცემამდე ვიცოდით, რომ პუტინთან საუბარს აზრი არ ჰქონდა
ჰააგის მიერ ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე, ვიცოდით, რომ პუტინთან საუბარს აზრი არ ჰქონდა - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას მშვიდობიანი მოლაპარაკების არაერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა რუსეთმა ყველა ეს ძალისხმევა გათელა და "ბარბაროსული, გენოციდური და მტაცებლური ომი აირჩია". "ჩვენ ვიცოდით დიდი ხნით ადრე ICC-ის დაკავების ორდერამდე, რომ პუტინთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გასული წლის 30 სექტემბერს მიიღო სამართლებრივი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან შეუძლებელი იყო რუსეთის მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ",- განაცხადა კულებამ. კულებას თქმითვე, უკრაინა არ უარყოფს მოლაპარაკებების იდეას, მაგრამ უარყოფს ვარაუდს, რომ პუტინთან პირად საუბარს მშვიდობის უზრუნველყოფას შეუძლია. ”ეს არ არის ის, რომ ჩვენ არ ვცადეთ. უკრაინას არაერთი მცდელობა ჰქონდა მშვიდობიანი გადაწყვეტილების მისაღწევად. უკრაინამ 2019 წელს [ვოლოდიმირ] ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლამდე, საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით მოლაპარაკებების 88 რაუნდი გამართა, თუმცა რუსეთმა ყველა ეს ძალისხმევა გათელა და ამის ნაცვლად ბარბაროსული, გენოციდური და მტაცებლური ომი აირჩია",- დასძინა კულებამ. შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)