20:08 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 22:40:10, 2045 ნახვა

კომენტარი
გიული ალასანია - „ვივამედი“ არის ციხის საავადმყოფო, რომელიც იმას აკეთებს, რასაც პენიტენციური უბრძანებს

"ვივამედის" არცერთი ექიმი თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" განცხადებას.

მისივე თქმით, თავის მხრივ პენიტენციურიც არ არის დამოუკიდებელი ორგანო, იმას აკეთებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს, აქედან გამომდინარე მისთვის ცნობილი იყო, რომ აპირებდნენ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას.

" "ვივამედის" არცერთი ექიმი თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის აქ დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. თურმე ბოლო უკანასკნელ სამ დღეს მან დაიწყო ისევ თვითდაზიანება, უკვე გასაგები იყო, რომ უპირებენ, დააბრუნონ ციხეში და ვუთხარი კიდევაც ჩემ შვილს.", - განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, კლინიკა "ვივამედმა" განაცხადა, რომ იძულებულნი ხდებიან, რომ მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტი სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, ის არ შეთავაზებულ მკურნალობას არ იღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics