22:59 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 12:49:37, 1129 ნახვა

პოლიტიკა
დაპირისპირება პარლამენტში - ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პლენარულ სესიაზე დაპირისპირება თავდაპირველად დეპუტატებს - სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა.

სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასევე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს, ხათუნა სამნიძესა და მმართველი გუნდის წევრ გია ვოლსკის შორის, რა დროსაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.

საკანონმებლო ორგანოს სასესიო დარბაზში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics