|
2023-03-22 10:58:33, 973 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1992 წელს დაბადებული რ.ხ. და 1983 წელს დაბადებული ჯ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან - ჯ.ხ.-სთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150000 ლარს. "სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)