|
2023-03-22 09:55:31, 1493 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უახლოეს კვირებში „ვაგნერმა“, შესაძლოა, თავისი დაქირავებული პატიმრების უმეტესი ნაწილი დაკარგოს
უახლოეს კვირებში „ვაგნერმა“, შესაძლოა, დაკარგოს თავისი დაქირავებული პატიმრების უმეტესი ნაწილი, რადგან მათ ექვსთვიანი სმახედრო კონტრაქტები ეწურებათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს, მსჯავრდებულთა გადინება გააუარესებს „ვაგნერის“ პერსონალის დეფიციტს, რადგან კრემლმა პატიმრების შემდგომი რეკრუტირება დაბლოკა. „ვაგნერის“ ჯგუფმა, შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში, რადგან მსჯავრდებულებმა დაასრულეს ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ათასობით „ვაგნერის“ მსჯავრდებულს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე დაიქირავეს, შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ, იმის გათვალისწინებით, რომ „ვაგნერი“, როგორც ჩანს, იცავს თავის დაპირებას მსჯავრდებულების ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ გათავისუფლების შესახებ",- ვკითხულობთ ISW-ს ანგარიშში. ამასთან, როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, 27 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პრევენციული შეწყალება გასცა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსი მსჯავრდებულებისთვის. განახლებაში ნათქვამია, რომ კრემლის განცხადება ემთხვევა ISW-ის მიერ დადგენილ ვადებს პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, სრულად დაშორებულიყო „ვაგნერ“ ჯგუფის ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინისგან 12–13 იანვარს დონეცკის ოლქის სოლედარის დაცემის შემდეგ. "კრემლის განცხადება ემთხვევა ISW-ის მიერ დადგენილ ვადებს პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, სრულად დაშორებულიყო „ვაგნერ“ ჯგუფის ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინისგან 12–13 იანვარს დონეცკის ოლქის სოლედარის დაცემის შემდეგ. კრემლმა, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად დაუშვა პრევენციული შეწყალების გამოქვეყნება, რათა უფრო მეტ მსჯავრდებულს დაეტოვებინა ჯგუფი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, რათა კიდევ უფრო შეემცირებინა „ვაგნერის“ ძალა",- აღნიშნულია ანგარიშში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)