04:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 16:40:34, 623 ნახვა

კომენტარი
ბრეგაძე ჩალაძეზე - საშუალო სტატისტიკურმა მიუნჰაუზენმა ცილისმწამებლური განცხადებით ტყუილის გავრცელება დამაბრალა

ბატონმა საშუალო სტატისტიკურმა მიუნჰაუზენმა ცილისმწამებლური განცხადებით დამაბრალა ტყუილის გავრცელება, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პოლონელი ექიმების მესამე პრეზიდენტთან დაშვების საკითხზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებას.

ბრეგაძე სოციალურ ქსელში ფოტომასალას აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩალაძის განცხადება დადასტურებული ტყუილია.

"მრავალი მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების მიერ არ წყდება პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება.

გუშინ ბატონი გიორგი ჩალაძე გამობრძანდა და თქვა, რომ მე გავავრცელე “მოკლეფეხებიანი, ერთსაათიანი ტყუილი,” და თითქოს სამინისტროსგან მისთვის გაგზავნილი წერილიც კი მამხელდა სიცრუეში.

სინამდვილეში კი საქმის არსი შემდეგია: გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ 13:00 საათის მდგომარეობით იუსტიიციის სამინისტროში, არც უშუალოდ მსჯავრდებულის და არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან იყო შემოსული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა საშუალო სტატისტიკურმა მიუნჰაუზენმა ცილისმწამებლური განცხადებით დამაბრალა ტყუილის გავრცელება. “მტკიცებულებად” ხელთ ეპყრა ელექტრონული ფოსტის ამონაბეჭდი, რაც მხოლოდ მისივე სიცრუის დამადასტურებული საბუთი აღმოჩნდა. სწორედ ამ ქაღალდზე ნათლად ჩანს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ქალბატონ თამარ ავალიანს, 14:31-ზე დაუბრუნა პასუხი იმის თაობაზე, რომ ქალბატონი გიული ალასანიას განცხადება მიღებულია და მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი.( იხილეთ ფოტო N 1) ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ქალბატონი გიულის წერილი, ქალბატონი თამარ ავდალიანის მეილის მეშვეობით სამინისტროში შემოვიდა 13:14 წუთზე (იხილეთ ფოტო N 2).

შესაბამისად ჩემი ნათქვამი არის სიმართლე, ხოლო ბატონი არამკითხე მოამბისა კი დადასტურებული ტყუილი. ბატონი ტყუილის გამავრცელებელი ასევე ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვებას დავთანხმდით დემარშის შედეგად, რაც ასევე არის ტყუილი.

მსჯავრდებულ სააკაშვილს, საქართველოში მკურნალობაში ჩართვის მიზნით, ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანა, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან შევთავაზეთ ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უხვად მოიძებნება ინტერნეტში.

საინტერესოა ბატონმა დეზინფორმატორმა ასეთი, მხოლოდ ჭორაობაზე დაფუძნებული, ტყუილები შეგნებულად თქვა, თუ უბრალოდ შემოეტყუილა. დეზინფორმატორთა გილდიის ახალწვეულმა რაინდმა ასევე ბრძანა, რომ ფურცლებით ხმალაობა არ გვინდა და საქმეს მივხედოთო.

თვითაღიარებულ დარტანიანთან ნამდვილად არავინ აპირებს, არც ხმალაობას და მითუმეტეს, არც ომს. პირიქით მოვუწოდებთ სიმშვიდისა და სიმართლისკენ.

აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით კი ვიტყვი, რომ პატიმრის ოჯახის წევრს უკვე გაეცა პასუხი და ასევე შედგა ზეპირი კომუნიკაცია წარმოდგენილ განცხადებაში არსებული გამოსასწორებელი ხარვეზების შესახებ ინფორმირების მიზნით.  სხვა პირებს კი მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გავრცელების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ", - წერს რატი ბრეგაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმების დაშვებაზე, მიხეილ სააკაშვილის ან მისი ოჯახისგან უწყებაში განცხადება არ შესულა.

ბრეგაძის აღნიშნულ კომენტარს გუშინვე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრის განცხადებას "მოკლეფეხებიანი ტყუილი" უწოდა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics