07:09 - 02 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 11:08:31, 630 ნახვა

ეკონომიკა
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა

ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული ობლიგაციების განთავსება. ობლიგაციების ვადა 7 წელია, რომელთა ემისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო განთავსების გზით განხორციელდა.

აღნიშნული ტრანზაქციის მიზანს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ბაზისბანკისთვის დამატებითი მეორადი კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს, რომელიც, ბანკის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად, მიმართული იქნება საცალო, მსხვილი და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ბაზისბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რითიც, საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ხელს ვუწყობთ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. კაპიტალის გაზრდა ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას და მისთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესში ჩართულ ჩვენს პარტნიორებს, მასში ესოდენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ობლიგაციები წარმოადგენს ასეთი ტიპის პირველ ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და დღემდე გამოსული ყველაზე გრძელვადიანი კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბანკები წარსულში არ მონაწილეობდნენ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე როგორც ემიტენტები. აღნიშნული ტრანზაქციით სს ბაზისბანკის მონაწილეობა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მადლობა ბაზისბანკის მენეჯმენტსა და ტრანზაქციაზე მომუშავე გუნდს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავევაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშისათვის მნიშვნელოვან ტრანზაქციას. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი საინტერესო ტრანზაქციით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს.“ - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა.

ობლიგაციების ემისიის განთავსების აგენტი შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ იყო, იურიდიული მრჩეველი შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“, ხოლო გადახდის და კალკულაციის აგენტი სს „პაშა ბანკი საქართველო“ იყო.

სს ბაზისბანკის შესახებ

ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 30 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდური უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორის შესახებ

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. კომპანიამ 2021 წლის 9 ნოემბერს „საქართველოს ეროვნული ბანკისგან“ მოიპოვა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“-„დ“ პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზია. „ალფა კაპიტალი ედვაიზორის“ მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს მიუკერძოებულ და უმაღლესი ხარისხის საინვესტიციო-საბანკო ექსპერტიზას, პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტასა და მიდგომას, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ - „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ კლიენტებს მიაღწევინოს სასურველი სტრატეგიული შედეგი. კომპანიის მმართველი პარტნიორები არიან ირაკლი ელაშვილი და ლევან წუწუნავა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინმა რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებზე გამოძახების შესახებ განკარგულება გამოსცა
ბულგარეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი სრულად შეწყვიტა
ორბანი - დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს - EU-მა და უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ
უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics