|
2023-03-19 18:18:32, 1689 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - თავისუფლებისთვის არავინ ისჯება - თუ ხელისუფლება ნაბიჯს დგამს, ეს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე "ცალკეულ პიროვნებებზე", მათ შორის განათლების მინისტრის კანდიდატზეც ისაუბრეს. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მთავრობის წევრებმა და კანონმდებლებმა პოლიტიკური პროცესების გარდა, სოციალური საკითხებიც განიხილეს. "ყველაფერზე იყო საუბარი, ნებისმიერ მიმდინარე პროცესზე. მთავრობის წევრებიც იყვნენ, პარლამენტარების დიდი ჯგუფი იყო, მაგრამ პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია - სოციალური საკითხები, "მთის კანონთან" დაკავშირებით ვილაპარაკეთ, ასევე ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, რასაკვირველია, მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი", - განაცხადა ვოლსკიმ. პირველმა ვიცე-სპიკერმა კომენტარი გააკეთა ასევე უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ პარტიის რიგების შესაძლო დატოვებაზე და გამოთქვა იმედი, რომ სერგეენკო, რომელიც "ქართული ოცნების" მშენებლობაში მონაწილეობდა, მმართველ გუნდს არ გაემიჯნება. "ადამიანები თავისუფლები არიან და თავისი თავისუფლებისთვის არავინ არ ისჯება განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც ის პარტია განაგებდა, რომელიც დღეს განაგებს თქვენს ტელევიზიას. ეს არის რეალობა. მედიასაშუალებები ცდილობენ, ამისგან შექმნან ისეთი ტრაგედია, რომ თითქოს რაღაც რღვევა და ნგრევა მიმდინარეობს ქვეყანაში. ყველა ადამიანი არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუკი, საქართველოს ხელისუფლება რამე ნაბიჯს დგამს, ეს არავის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება, მით უმეტეს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში ღებულობდა მონაწილეობას, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტთან მიმართებაში - იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული", - ამბობს გია ვოლსკი. ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს ბორჯომში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)