01:25 - 06 Dec, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 22:03:01, 568 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა თქვა, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს, 21 მარტს, ელოდება დაკავებას იმ საქმეზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ყოფილი პორნოგრაფიული მსახიობის სტორმი დენიელსისთვის დუმილში გადახდილი ფულის გამო.

თავის Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა მხარდამჭერებს გამოვიდნენ ქუჩებში მის დასაცავად.

ტრამპი ამბობს, რომ მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ ინფორმაცია მომდინარეობს "კორუმპირებული და უაღრესად პოლიტიზებული მანჰეტენის პროკურატურიდან" და დასძენს, რომ თავს უდანაშაულოდ თვლის.

თუმცა, ტრამპის ადვოკატმა სიუზან ნეშელმა განუცხადა CBS News-ს, რომ მას სამართალდამცავი ორგანოები არ დაუკავშირდნენ და ტრამპის პოსტი ეყრდნობოდა მედიის ინფორმაციას.

„რადგან ეს არის პოლიტიკური დევნა, რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო პრესაში მასალების გავრცელება, ნაცვლად იმისა, რომ ესაუბროს პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატებს, როგორც ეს ჩვეულებრივ საქმეში გააკეთეს“, - თქვა მან.

ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში სამართალდამცავები ემზადებიან იმისთვის, რომ ტრამპი შეიძლება მართლაც დააკავონ და მომავალ კვირას გაასამართლონ.

თუ ტრამპი ნამდვილად დააპატიმრეს, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

თუმცა, ეს შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს მის შანსებზე მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ მათში მონაწილეობას მიიღებს.

ტრამპი და სტორმი დენიელსი ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ გამოძიებაში. 2018 წელს ტრამპი გამოიძია მანჰეტენის ადვოკატმა საირუს ვენს უმცროსმა. მიღებული შედეგების მიხედვით 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, თეთრი სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა პრონომსახიობს ფარულად გადაუხადა ფული, იმის გამო რომ ურთიერთობის შესახებ ცნობა არ გავრცელებულიყო.

სტორმი დენიელსი ამტკიცებდა, რომ ტრამპთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, მოგვიანებით კი 130 000 დოლარი მიიღო, ინფორმაციის არ გამჟღავნების გამო.

პროკურატურაში ფარული გადახდები კამპანიის დაფინანსების კანონების დარღვევად მიიჩნიეს.

ეს საქმე მოგვიანებით შეუერთდა ფინანსური თაღლითობის საქმეს, რომელიც 2019 წელს ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ გახსნა. გამოძიების პერიოდში დეპარტამენტები გაერთიანდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, პროკურორებს შეეძლოთ მიეღოთ წვდომა ტრამპის ორგანიზაციის საგადასახადო ჩანაწერებზე ბოლო რვა წლის განმავლობაში და სხვა ფინანსურ დოკუმენტებზე. რამდენიმე მილიონი გვერდის შესასწავლად შტატის გენერალურმა პროკურორმა თავისი ორი თანამშრომელი გაგზავნა ადვოკატ ვენსის დასახმარებლად.

2021 წელს ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ტრამპისა და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ საქმეში იყო „კრიმინალური კომპონენტი“, მაგრამ დეტალები არ იყო ცნობილი.

ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც ეხება 76 წლის ტრამპს, მაგრამ მარტში ცნობილი გახდა, რომ იგი სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოიძახეს. ეს მოსმენები დახურულ კარს მიღმა იმართებოდა და უცნობია რაზე იყო საუბარი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
კულება - პარტნიორებს ესმით, რომ სასწორზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ უკრაინის მომავალი - მხარდაჭერის შემცირებას არ ველოდები
ზელენსკი - ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს
ზურაბიშვილი - ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics