05:27 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 18:33:58, 630 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ადმინისტრაციულ შენობაში, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ცენტრის ბენეფიციარს, რითაც შეილახა დაზარალებულის პირადი ღირსება, ასევე დაირღვა მისი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

აღსანიშნავია, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულს საქართველოს პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურებული იყო ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასახული იყო ვიდეოჩანაწერზე. დაზარალებული თანახმა იყო ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათების, თუნდაც პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, თუმცა ბრალდებულმა უარი განცხადა საპროცესო შეთანხმებაზე და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics