20:03 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 17:29:30, 1992 ნახვა

კომენტარი
რაგბის კავშირის პრეზიდენტი - ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ივანიშვილთან

ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხმამაღლა ვიძახით, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების სახით იმდენს აკეთებს ქართული რაგბისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტი ზოგადად სპორტშიც არ არის.

“ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხმამაღლა ვიძახით, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა. ის კონტრიბუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ქველმოქმედების სახით, არავის გაუკეთებია მსოფლიო სპორტში, არათუ რაგბში.

რაც შეეხება მეორეს, მთავრობა, რომელიც უკეთებს დახმარებას ქართულ რაგბს, თუკი რამე შეიძლება მაქსიმუმს აკეთებს და ეს ფაქტია და ეს უნდა აღვნიშნო. თუკი რამეს არ გააკეთებენ, იმასაც ვიტყვი და ამასაც, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ.

ეს ვიღაცებს არ სიამოვნებთ. ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგები და უნდათ ამ ინსტიტუტს შეეხონ. რაღაც პეტიციებს მიმართავენ და ა.შ. არ არსებობს ასეთი იურიდიული გზა და თუ პეტიცია იქნება, მე გამოვაცხადებ პეტიციას, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, სადაც კომენტარებს წერენ, ზუსტად გავარკვევ სათითაოდ ვინ არიან და მათვე ამ პეტიციის შემდეგ გავცემ პასუხს, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ღალატი.

თუ რაგბი არ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა არ გიყვარს. თუ ჩემ კომენტარებში მე ვაჭარბებ და ვამბობ რაიმე პოლიტიკურს, ან რომელიმე მხარეს ვაფიქსირებ ისე, რომ არ მაქვს მე ეს საფუძველი, როდესაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის და იქნება ქართულ რაგბიში და ის არჩეულია მუდმივ, უკვდავ პარტნიორად ქართული რაგბის, მისი ქველმოქმედებისთვის, ამას ვერავინ ვერ ასცდება”, - განაცხადა ტყემალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics