|
2023-03-17 19:44:53, 1165 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობისთვის“ ფაშისტური მიდგომები ახალი არ არის, ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი ამას პირდაპირ აღასრულებდნენ
„ნაცმოძრაობისთვის“ ფაშისტური მიდგომები ახალი არ არის, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი ბულინგსა და მუქარას პირდაპირ აღასრულებდნენ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ხელმოცარული აღმოჩნდა პოლიტიკაშიც, საქართველოს პარლამენტშიც და საზოგადოებასთანაც, რომელთანაც კანონის გაწვევის შემდეგაც რევოლუციური სცენარის გაგრძელება სცადეს. „ვნახეთ ის ცნობილი 9 წელი - ამ ე.წ. პოლიტიკურმა ძალამ თუ რა დღეში ჩააგდო საზოგადოება. რეალობა ის არის, რომ, სამწუხაროდ, არც ახლა შეიცვალეს ბუნება, პირიქით, უფრო გაამძაფრეს. ამ ყველაფერს ერთადერთი ის შველის, რომ ისინი აღარ არიან და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. უკვე დაფიქსირებული ბულინგის ფაქტები, რა თქმა უნდა, მოკვლევას საჭიროებს. როგორც ვიცი, შს სამინისტროსგან იმ მასწავლებელთან დაკავშირებით პროცესი დაწყებულია, რომელმაც, მართლა უპრეცედენტო რამ გააკეთა. სამართლებრივ, სადისციპლინო და ა.შ. მიდგომებს რომ თავი დავანებოთ, მასწავლებელი მოსწავლეებთან კლასში მორალურად როგორ უნდა შევიდეს, როდესაც სოციალურ ქსელში ასეთ პოსტებს დებს, ბავშვებს ერთმანეთთან აპირისპირებს და მათ ბულინგისა და ჩაგვრისკენ მოუწოდებს? მაშინ, როცა მოსწავლის აღზრდაზე აქვთ პრეტენზია. ან ის ლექტორი, რომელიც საჯაროდ, სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ 10 ქულას მიანიჭებს იმ სტუდენტს, ვინც აქციაზე წავა... ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი თუნდაც ორმა სტუდენტმა რომ გააპროტესტოს და თქვას, რომ მის ლექციას არ დაესწრებიან, რადგან არ სურთ ლექტორი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით რაღაც პროცესებს აწარმოებს, რა მოხდება - იტყვიან, რომ „ეს როგორ შეიძლება, ლექტორს პოლიტიკური ნიშნით დევნიან“ და ა.შ. რეალურად კი რას ვხედავთ? სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორს პირდაპირი გაგებით ობსტრუქციას უწყობენ და ამ ყველაფერს პოლიტიკური სუნი ასდის. ჯავახიშვილს რომ არ უშვებდნენ საკუთარ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, ამის ანალოგი მივიღეთ დღეს. ეს პროცესი აუცილებლად გაჩერდება და ამას აუცილებლად საპასუხო რეაქციაც ექნება საზოგადოების მხრიდან. გასაგებია, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გარკვეული პროცესების ან კანონპროექტების მიმართ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასეთი დესტრუქციული, ბოლშევიკური მიდგომა რომ მიუღებელია, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების უდიდეს ნაწილში განსხვავებული მოსაზრება არ არსებობს. ეს ბულინგიც იმას უკავშირდება, რომ რადიკალები ხელმოცარულები აღმოჩნდნენ ქუჩაშიც, პოლიტიკაშიც, საქართველოს პარლამენტშიც და საზოგადოებასთანაც, რომელთანაც, კანონის გამოწვევის მერეც მოინდომეს რევოლუციური სცენარის გაგრძელება, ამიტომ დარჩათ ერთადერთ გზად გაუგონარი ბულინგი, რომელსაც, საზოგადოება პასუხს თვითონ გასცემს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)