23:36 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 13:20:59, 660 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, მომავალში მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან

თბილისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა

. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და ამ კუთხით არსებული დინამიკის კიდევ უფრო ზრდა-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. 

„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი - 400 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა. ვფიქრობ, 2023 წელი ბევრად უფრო  ინტენსიური იქნება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრობლობა. რაც შეეხება საინვესტიციო მიმართულებით არსებულ სურათს - 2003 წლიდან დღემდე საქართველოში მილიარდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. იმედი მაქვს, რომ საამიროებიდან ინვესტიციებს მივიღებთ უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, წარმოების განვითარების კუთხით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ფორუმზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორი წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობს,  მის მუშაობაში ასევე აქტიურადაა ჩართული ქართული ბიზნესი - სასტუმრო „ბილტმორში" ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის გარდა, მათ პირისპირ შეხვედრების და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალება აქვთ. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორის ინტერესს საქართველოში რამდენიმე მიმართულება წარმოადგენს - აგროსექტორი, ლოგისტიკა, რითეილი და სხვ.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს უწყობს  სტრატეგიული შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის კუთხით.

„უკვე დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics