|
2023-03-17 12:45:38, 903 ნახვა
პოლიტიკა
კლევერლი - რუსეთის აგრესია ართმევს ქართველებს საშუალებას, წინაპრების მიწებს ეწვიონ
ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა. როგორც კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართველების სუვერენული უფლებაა, საკუთარი ქვეყნის მომავალი თვითონ გადაწყვიტონ. "რუსეთის უკრაინაში შეჭრა და საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოში, რასაც შედეგად "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ანექსია მოჰყვა, ჰყოფს ოჯახებს და ართმევს ქართველებს საშუალებას, ეწვიონ საკუთარ წმინდა რელიგიურ ადგილებს ისევე, როგორც წინაპრების მიწებს. ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისევე, როგორც უკრაინელების შემთხვევაში, ქართველების სუვერენული უფლებაა, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი გარე ჩარევის გარეშე და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს. სწორედ ამიტომ, ვმუშაობ თქვენთან ერთად და მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - განაცხადა კლევერლიმ. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს გუშინ, 16 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)