17:49 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 12:11:30, 585 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - 20 ივნისს ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, 7-8 მარტის პროტესტი კი მშვიდობიანი

20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, - ამის შესახებ საქართველოს  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, 20 ივნისისა და 7-8 მარტის პროტესტი ერთამეთისგან სრულიად განსხვავებული იყო.

„უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციასა და, სხვათა შორის, პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი, მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ, მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში”,- განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმითვე, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია, ეს ვინმე სხვას დააბრალოს.

„როცა იცი, რომ შენი ხალხის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მაგრამ ამავდროულად გინდა, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, მმართველობის არსებული სტრუქტურა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან, შენ გჭირდება უბრალოდ ააფეთქო ეს პროცესი და მოამზადო ნიადაგი, რომ ვინმე სხვას დააბრალო. ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებდა. 2 თვის წინ გააცნობიერეს, რომ დიდი ალბათობით, საქართველო, გეოპოლიტიკური მიზნებით, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და დაიწყეს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია ეს ვინმე სხვას დააბრალოს. დიახ, კანონპროექტის გამოთხოვა არის პროტესტის დიდი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა, მაგრამ ეს არის საბოლოო მიზანი. უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი დეკემბრამდე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ და კანდიდატის სტატუსი არის ერთადერთი გზა დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ჰყავს ევროპელი ხალხი და პრორუსული ხელისუფლება.

„დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვს ორი კრიტიკული მიზანი: როგორ დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი კანდიდატის სტატუსის მიღების გზით და როგორ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით.

ამ ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ ჰყავს ევროპელი ხალხი და ძალიან მიჭირს იმის თქმა, მაგრამ პრორუსული ხელისუფლება. ეს შეუსაბამობა ქმნის უზარმაზარ მღელვარებას. ქუჩაში ათასობით მომიტინგე ვნახეთ, თუმცა ეს პრობლემა გადაიჭრება არა მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი. ეს შესრულებადია, თუ ჩვენ ერთად მივაწვდით ამ გზავნილს ევროპის დედაქალაქებს - საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის და დემოკრატიული განვითარების დასაცავად“,- დასძინა გახარიამ.   




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics