2023-03-15 11:18:56, 311 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი წარმატებული 2022 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს
![]() ბაზისბანკის 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 68%-ით გამსხვილდა და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკმა გასული წლის განმავლობაში, ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა და იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის ზრდამ 324 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წელს, საცალო სესხები 3-ჯერ გაიზარდა და 760 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტები გაორმაგდა და 911 მილიონი ლარი შეადგინა. წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2,59% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) - 18,19%. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 467 მილიონ ლარს შეადგენს. „ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. 2022 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და განსაკუთრებული შედეგები აჩვენა ბაზისბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით. შედეგად, ბანკის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები დინამიურად გაიზარდა. ჩვენს მიერ დასახული ამბიციური გეგმები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკეთესო მომსახურება გვარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ" - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 172 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
შერჩევითი სამართალი, მოსმენები და ოპონენტების პოლიტიკური დევნა - Amnesty International-ის ანგარიში
ლოიდ ოსტინი - ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვა, შორი მოქმედების იარაღი და ჯავშანტექნიკაა
საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა
|
ომი უკრაინაში![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 172 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
![]() ლოიდ ოსტინი - ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვა, შორი მოქმედების იარაღი და ჯავშანტექნიკაა
![]() უკრაინის პრეზიდენტი - საფრანგეთის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია
ვიდეო/LIVE როგორ ვითარდება მოვლენები რუსთაველზე - აქციის დარბევა.
![]() რატომ პოპულისტობს და რას არ აკეთებს ხელისუფლება, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებმა რეალურად დაიწიოს
მთავარი თემა
|