06:35 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 15:27:43, 1152 ნახვა

სამართალი
საქართველოს უნივერსიტეტი ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კოკა თოფურიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ამის შესახებ თოფურიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ბოლო პერიოდში კეთდება განცხადებები, რომლებიც მიზნად უნივერსიტეტისა და სტუდენტების დისკრედიტაციას ისახავს.

"უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმ განცხადებებით, რაც ბოლო დღეებში გვესმის ჩვენი უნივერსიტეტის მისამართით. ეს სიცრუეზე აგებული კამპანია მიზნად ისახავს უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების დისკრედიტაციას... ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის, საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ბატონების - ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში, ჩვენს სტუდენტებს უთხრას ვინმემ, რომ მათი უნივერსიტეტი კორუფციული გარიგებით შეიქმნა. ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდიხანია  ავრცელებენ - თითქოს, პოლიტიკური პროცესი სადღაც მტრულ დასავლეთში, ევროპაში, ამერიკაში იგეგმება მასონების თუ სხვა მითიური მტრების მიერ და ხორციელდება NGO-ების მიერ, ხოლო ხალხი, მათ შორის სტუდენტები და ცნობილი მეცნიერები, მოტყუებული, ბრმა იარაღია. მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულებები ჩვენი სტუდენტების მიმართ", - განაცხადა კოკა თოფურიამ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოხდა აქციებში მონაწილე "ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების" გაშიფვრა. კობახიძის თქმით,„ნაცმოძრაობასთან", „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან", „სირცხვილიასთან" და „დროასთან" ერთად, „ფრანკლინის კლუბის" აქტიურობა გამოიკვეთა.

„ფრანკლინის კლუბი" არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება... ფრანკლინის კლუბი" პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი" და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი". აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი" აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის" ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები", - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი