13:36 - 27 Mar, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 00:20:03, 344 ნახვა

ეკონომიკა
სესხები თქვენზე მორგებული პირობებით

სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სესხის აღება მიღებული პრაქტიკაა. თუმცა იმისთვის, რომ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება დღესვე დაიწყოთ,  გამოცდილი და სანდო საფინანსო კომპანია უნდა შეარჩიოთ, რომელიც საჭირო კაპიტალს თქვენზე მორგებული პირობებით გასცემს.

MBC-ის სესხები ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან კომპანია მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. გამოცდილ ექსპერტთა გუნდი მუდმივად მზად არის საჭირო რეკომენდაციების გასაცემად, რათა აღებული ვალდებულების დაფარვა მომხმარებლისთვის მძიმე ტვირთად არ იქცეს და მისი დაბანდებაც სარფიანად შეძლოს.

ბიზნეს სესხი

MBC-თან ერთად ბიზნესის დაწყება მარტივია. 2000-დან 100 000 ლარამდე კრედიტი ქონების უზრუნველყოფით, 500-დან 10000 ლარამდე სესხი კი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ - ირჩევთ სესხის სასურველ ტიპს, თანხასა და ფილიალს, რის შემდეგაც აპლიკაციაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე კომპანიის წარმომადგენელი გიკავშირდებათ, დეტალურად გაცნობთ პროდუქტის პირობებს და შემდგომი პროცედურებისთვის სერვის ცენტრში ჩაგინიშნავთ ვიზიტს. სესხის აღებას მინიმალური დოკუმენტაციით შეძლებთ -  საჭიროა იყოთ იურიდიული პირი, თვითდასაქმებული მეწარმე ან საქმის დასაწყებად ახლა დგამდეთ პირველ ნაბიჯებს. MBC საქმიანობის დაწყების, ან გაფართოებისას დაგეხმარებათ, რომ მიღებული კაპიტალი სწორად განკარგოთ და მიღებული სარგებელი თქვენს მომავალზე აისახოს.

ავტო სესხი

ავტომობილის შეძენა ადამიანისთვის კომფორტთან ასოცირდება. განსაკუთრებით საქმიანი ადამიანები ამ საკითხს დიდ დროსა და რესურსს უთმობენ, რადგან ავტომობილი პიროვნების იმიჯის ნაწილადაც მოიაზრება.

თუ სასურველი ავტომანქანის შესაძენად საკმარისი ფინანსური რესურსი არ გაქვთ, MBC-ის ავტო სესხის აღება ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. თუ უკვე ხართ 20 წლის, სესხის აღებას  მინიმალური დოკუმენტაციით შეძლებთ. MBC-ის კომფორტული დისტანციური სერვისებით ავტომობილის შეფასება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ინდივიდუალურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით სესხის დაფარვა წნეხის ქვეშ არ მოგაქცევთ.

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიოში. გრძელვადიან კრედიტს მსესხებლები უძრავი ქონების შესაძენად, რემონტისთვის, არსებული ვალდებულების  დასაფარად, ან სხვა სამომხმარებლო მიზეზით იღებენ. 100 000 ლარამდე იპოთეკური სესხის ასაღებად ქონებრივი უზრუნველყოფა დაგჭირდებათ (ქონებრივ უზრუნველყოფად შეიძლება ჩაითვალოს როგორც მომავალში შესაძენი, ასევე უკვე არსებული უძრავი ქონება). MBC-ში  გადახდის გრაფიკი და საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური შემოსავლების მიხედვით დგება, რაც სესხის აღების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა. MBC სანდო და მყარ რეპუტაციას ინარჩუნებს, რაც საფინანსო ბაზარზე წარმატების მიღწევის წინაპირობაა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი სააკაშვილზე - სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს
პრემიერი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა ივანიშვილს ეკუთვნის - შედეგად, ათი ათასობით ადამიანი გადარჩა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაცია სამიზნესთან ივლისში, ან უფრო ადრეც იქნება
ჯანდაცვის მინისტრი - რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შევხვდები მომდევნო კვირას და ყველა დეტალს გავაცნობ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

როგორ ვითარდება მოვლენები რუსთაველზე - აქციის დარბევა.












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics