|
2023-03-13 09:25:55, 1594 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ერთ წელიწადში 320 000 სახლს ააშენებს
მომდევნო წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლება 320 000 საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მოგზაურობისას განაცხადა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს 2 თვეში ხელისუფლება 100 000 საკონტეინერო სახლის აშენებას აპირებს. მისივე თქმით, კატარი თურქეთს 10 000 საკონტეინერო სახლს გადასცემს, რომელიც ქვეყანამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეიძინა. „ჩვენ ვგეგმავთ 244 000 საცხოვრებელი კორპუსის და 75 000 სახლის მშენებლობას. გეგმას ერთ წელიწადში დავასრულებთ“, - განაცხადა მან. ერდოღანის თქმითვე, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ახლა 426 000 კარავია გაშლილი. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. დაზარალდა მეზობელი სირიის სასაზღვრო რეგიონებიც. გაეროს მონაცემებით , მიწისძვრის შედეგად 600 000-მდე შენობა განადგურდა ან ძლიერ დაზიანდა. დაზარალდა 2,7 მილიონი ადამიანი, დაიღუპა თურქეთისა და სირიის 50 ათასზე მეტი მცხოვრები.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)