|
2023-03-12 21:37:49, 963 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი
ცდილობენ ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავად საუბრობს ფაქტებით, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსხვავებით ნაცმოძრაობისგან. „აი გვარამია, რომელიც დღეს წარმოჩენილია მედიამენეჯერად იყო პროკურორი, რომელმაც თქვენი ტელევიზია წაგართვათ, „იმედი". ამიტომ ჩვენო მეგობრებო, თანამოქალაქენო, ნაკლები ემოციები გვჭირდება დღეს. ძალიან რთული დროა, კიდევ ვერ ვხვდებით მგონი სად ვართ, კიდევ ვერ ხვდებიან ადამიანები სად არიან, შეხედეთ რა ხდება უკრაინაში 20% არის უკვე ოკუპირებული. 20%. ამბობენ, რომ 800 მლრდ-დან 1 ტრილიონ დოლარამდე უკრაინას მიყენებული აქვს ზარალი. უკრაინის GDP რამდენია - 200 მლრდ იყო. 800 მლრდ მინიმუმ უკვე არის ზარალი. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე. 20 მლნ უკრაინის მოქალაქე არის მიგრაციაში. ეს ტრაგედიაა, საშინელება ხდება უკრაინაში. ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ჩვენ ვეუბნებით მათ, ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი, თქვენ გიყენებენ, მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, გატყუებენ, რომ ოცნებას არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ, ფაქტები მოიყვანონ ნაცმოძრაობის, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე. არაფერი გაუკეთებიათ. ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს, 3 წელი გადადეს, ჩვენ დავიწყეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს მითი, რომელიც შეიქმნა, ეს სიყალბე. მათ შორის ძალიან ბევრი ნაცნობის ოჯახის წევრები აღმოვაჩინე აქციაზე, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა რაღაც ხდებოდაო. ადამიანი იმიტომ არის გონიერი და იმიტომ განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს გონება. უნდა შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება, თეთრის და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამაზე ვიფიქროთ,"- აღნიშნა პრემიერმა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)