08:38 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 12:25:18, 742 ნახვა

ეკონომიკა
აშშ-ში, გამოფენაზე „Vinexpo New York" ქართული ღვინო 26 კომპანიამ წარადგინა

ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York" ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, „Vinexpo New York"-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. 

"ამასთან ერთად, „Vinexpo New York"-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს  და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი.

გამოფენის ფარგლებში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის  იმპორტიორებს, კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners" და ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს („Amber Wine LLC", „Saperica", „Georgian House of Greater Washington") შეხვდნენ. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს, რომელიც აშშ-ში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს როგორც „ნიშურ" სეგმენტში, ისე  სავაჭრო ქსელებში.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია:  2022 წელს საქართველოდან  ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.  




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics