00:39 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 17:08:48, 652 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - „აითიბი ბერლინის" მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია

მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ლოკაციები, მათ შორის საქართველოს მთავარი სტენდი ბერლინის გამოფენის მთავარ პავილიონში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილთან ერთად ქართულ ლოკაციებზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.

"გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სამზადისი თითქმის დასრულებულია  და საქართველო მზად არის, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე ვიზიტორის წინაშე.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძლის სტატუსი საქართველოს „აითიბი ბერლინთან" და საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან  სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის როგორც  „აითიბი ბერლინთან," ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან   სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი. ზოგადად, პროგრესი, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებობს, იყო  ძალიან საინტერესო და საბოლოოდ, ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც საქართველოზე შეჩერდა ყურადღება,  იყო ალბათ ყველაზე ორიგინალური,  კრეატიული და საინტერესო შეთავაზება, რადგან ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ფინანსური რესურსებითაც და ამბიციებითაც საკმაოდ გამოირჩეოდნენ" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის შეფასებით,  ITB ბერლინი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ტურიზმის ინდუსტრიაში კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულია 2023 წელს იყოს ამ ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა, რადგან პანდემიის შემდეგ ის ტრადიციულ ფორმატში პირველად იმართება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას,  ამ გამოფენის მასპინძლობით ჩვენ ხმამაღალ განაცხადს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიყოთ წარმატებული ტურისტული ქვეყანა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

„აითიბი ბერლინი" რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია  სპეციალური მიმართულება „უსაზღვრო ქართული კულტურა", სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.

2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა"
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics