2023-03-06 02:13:09, 352 ნახვა
ეკონომიკა
დოლარისა და ევროს ახალი კურსები
![]() ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ განაგრძობს გამყარებას. დღეის მდგომარეობით 1 დოლარის ფასი არის 2.606. 1 კვირის წინ დოლარის კურსი 2.635 იყო, ხოლო 3 თვისწინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარს უდრიდა. თუ გსურს თვალი ადევნო დოლარის კურსის ცვლილებას, შეადარო სხვადასხვა პერიოდებს და გამოიყენო დოლარის კალკულატორი, გადადი ლინკზე და ეწვიე ვალუტის კურსის საიტს. ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გამყარება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის გამოწვეული:
რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიამრთებაში, დღესდღეობით 1 ევრო უდრის 2.768 ლარს. 3 თვის წინ 1 ევროს ფასი 2,75 ლარი იყო, შემდეგ ლარმა დაიწყო ევროსთან მიმართებაში გაუფასურება და 2 თებერვალს 2.9-მდე მიაღწია. თუმცა ლარმა ეტაპობრივად დაიწყო გამყარება და მას შემდეგ ევროს ფასი უფრო და უფრო მცირდება, რამდენიმე გამონაკლისი დღის გარდა. გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტული ნაკადებიც ეტაპობრივად მოიმატებს, მოსალოდნელია, რომ ლარი კვლავ გამყარდება დოლართან და ევროსთან მიმართებაში. განსაკუთრებით, ეს შეიძლება გამოიხატოს ზაფხულის პერიოდში, როდესაც ტურისტული ნაკადები საქართველოში პიკს აღწევს ხოლმე. რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი და სტაბილური ეროვნული ვალუტა?პირველ რიგში, სტაბილური ვალუტა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან იგი იზიდავს უვხოელ ინვესტორებს და ისინი უფრო თამამად იღებენ გადაწყვეტილებას ფულის დაბანდებაზე. ეს ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში, სადაც სტაბილური ვალუტაა, უფრო მარტივია ბიზნეს გათვლების გაკეთება და პოტენციური რისკები კი უფრო ნაკლებია. მეორეს მხრივ, სტაბილური ვალუტა მომხმარებლებს შესყიდვებზე გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის ხარჯების გაზრდას. მყარი ეროვნული ვალუტა ასევე ხელს უწყობს ინფლაციის სტაბილურობას - მკვეთრი ინფლაცია საზიანოა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ის ამცირებს ფულის ღირებულებას და მსყიდველუნარიანობას. ვალუტის სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ პროდუქცია და საერთაშორისო ვაჭრობაში არიან ჩართულები. სტაბილური ვალუტა ბიზნესს უადვილებს პროდუქციისა და მომსახურების ფასის დადგენას და ფულადი ნაკადების მართვას.
კუპატაძე - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი - დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება
„თიბისი კონცეპტში“ ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი "ხიდი: თბილისი - ციურიხი" ტარდება
ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა
გორის მუნიციპალიტეტის სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეზე, სავარაუდოდ, იძალადა
|
ომი უკრაინაში![]() უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს
![]() გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 466 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 943-ზე მეტი დაშავდა
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 172 900-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE როგორ ვითარდება მოვლენები რუსთაველზე - აქციის დარბევა.
შერჩევითი სამართალი, მოსმენები და ოპონენტების პოლიტიკური დევნა - Amnesty International-ის ანგარიში
დღის თემა
|