2023-03-02 11:07:02, 596 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა - ნახეთ რა გაძვირდა
![]() საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვლის წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.7 პროცენტი). ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.3 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (21.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.2 პროცენტი), თევზეული (12.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-0.3 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი).
მდინარაძე - პაპუაშვილი იყო რუმინეთში, სადაც უკვე მკაფიოდ თქვეს, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
მდინარაძე ივანიშვილზე - ეს კაცი ვერ გაიცნეს, სამშობლოსთვის საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადო
მდინარაძე - საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - აზერბაიჯანს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო მიზნები და ამოცანები არ აქვს
|
ომი უკრაინაში![]() სტოლტენბერგი - რუსეთის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა
![]() ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 276 990-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|