06:37 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 13:46:21, 1247 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთის ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავალი 40%-ით შემცირდა

ანტირუსული სანქციების ფონზე, რუსეთის ფედერაციის ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავალი ერთ წელიწადში თითქმის 40%-ით შემცირდა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის შემოსავალმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან იანვარში 18,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 38%-ით ნაკლებია 2022 წლის იმავე პერიოდში მოსკოვის მიერ მიღებულ შემოსავალზე. 

IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა თქვა, რომ დასავლურმა ზომებმა რუსული ენერგოექსპორტის წინააღმდეგ მიაღწია მიზანს - ნავთობის ბაზრების სტაბილიზაცია და რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება.

"ჩვენ ველით, რომ ნავთობისა და გაზის შემოსავლების ეს კლება უფრო მკვეთრი იქნება უახლოეს თვეებში. და კიდევ უფრო მკვეთრი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების ხელმისაწვდომობის გამო", - თქვა ბიროლმა.

2022 წელს რუსეთის ფედერაციამ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან დაახლოებით 11,6 ტრილიონი რუბლი მიიღო. (154,68 მილიარდი დოლარი).

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, 2022 წლის 5 დეკემბერს  ძალაში შევიდა ევროკავშირის ნავთობის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ .ამიერიდან, ბარელზე 60 დოლარზე ძვირი ნედლეულის ტრანსპორტირება და დაზღვევა აკრძალულია.

გარდა ამისა, 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების შეძენა აკრძალულია.

სანქციების საპასუხოდ, 2023 წლის თებერვალში რუსეთმა ნავთობის მოპოვების შემცირება გამოაცხადა.  2023 წლის 27 თებერვალს რუსეთმა დაადასტურა, რომ პოლონეთში, დრუჟბას მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი