|
2023-02-28 00:39:02, 1709 ნახვა
მსოფლიო
Wizz Air უსაფრთხოების მიზნით 14 მარტიდან შეაჩერებს ფრენებს მოლდოვას მიმართულებით
უნგრული ავიაკომპანია Wizz Air უსაფრთხოების მიზნით 14 მარტიდან კიშინიოვის მიმართულებით ყველა ფრენას შეაჩერებს. ამის შესახებ Romaniajournal იტყობინება. შეტყობინება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც გამოჩნდა. ნათქვამია, რომ ავიაკომპანიამ შესაბამისი წერილი გაუგზავნა. „მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ისთვის რჩება ნომერ პირველ პრიორიტეტად, მოლდოვაში განვითარებული ბოლო მოვლენებისა და მაღალი, თუმცა 100%-ით შესაძლებელი რისკის შედეგად ქვეყნის საჰაერო სივრცეში, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. 14 მარტიდან კიშინიოვის მიმართულებით ყველა ფრენა შეჩერდეს." -წერია განცხადებაში 23 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა დნესტრისპირეთში შეიარაღებულ პროვოკაციას ამზადებდა უახლოეს მომავალში. საპასუხოდ მოლდოვას მთავრობამ განაცხადა, რომ დეპარტამენტის ინფორმაციას არ ადასტურებენ და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მანამდე მოლდოვის მედია წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ La Republica-სთან ინტერვიუში გამოაცხადა რუსეთის გეგმები კიშინიოვის აეროპორტის ხელში ჩაგდების შესახებ, რათა სამხედრო და აღჭურვილობა გადაიტანოს დნესტრის მარცხენა სანაპიროზე და გაეხსნა ახალი ფრონტი მოლდოვას გავლით. მისი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებმა შეიტყვეს ამ გეგმების შესახებ და გააფრთხილეს მოლდოვის ხელმძღვანელობა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩეანმა დაადასტურა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხოლოდ ერთ-ერთი გეგმაა და მოლდოვა მზად არის დაპირისპირებისთვის.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)