15:32 - 27 Mar, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 19:27:48, 357 ნახვა

სხვადასხვა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი „თეგეტა მოტორს ბაქოს“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრს ესტუმრა

„თეგეტა მოტორს ბაქოს“ სერვისცენტრს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. ლეო დოხერტს კომპანიის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და ბრიტანული ბრენდის, JCB-ის სტანდარტებით აშენებული ცენტრი დაათვალიერებინეს.  

JCB-ის წარმომადგენლობა ბაქოში თანამედროვე ინფრასტრუქტურით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და საოფისე სივრცეს, სერვისცენტრსა და შოურუმს აერთიანებს. „თეგეტა მოტორს ბაქო“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების რეალიზაციასა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს.   

ლეო დოხერტი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში: „კარგია, რომ აქ, აზერბაიჯანში, ბრიტანული ბიზნესის პოპულარიზაცია ხდება და ბაზარზე მაღალი ხარისხის სპეცტექნიკის რეალიზაციის მიზნით ჩვენი პარტნიორები მთელი რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობენ. JCB დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საინჟინრო და საწარმოო კომპანიაა, რომელიც მესამე უდიდესი სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელია მსოფლიოში და დღემდე ინარჩუნებს საოჯახო ბიზნესის სტატუსს. ბაქოში, ჩემი შეხვედრების ფარგლებში, განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები, რაშიც დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანული ბრენდების ჩართულობას ვიხილავთ აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში და გავაგრძელებთ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიებას“.

„თეგეტა მოტორს ბაქოში“ ვიზიტისას ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ცენტრში არსებულ JCB-ის ტექნიკას გაეცნო. ბრიტანულ ბრენდს, რომელიც 800-ამდე დილერით მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, კავკასიის მასშტაბით „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ექსკლუზიურად წარმოადგენს.

დავით ენდელაძე, „თეგეტა მოტორს ბაქოს“ დირექტორი:დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ჩვენს სადილერო ცენტრში, „თეგეტასა“ და JCB-ის საიმედო თანამშრომლების კიდევ ერთი დასტურია.თეგეტა მოტორს ბაქო, როგორც JCB-ს ოფიციალური წარმომადგენლობა, აზერბაიჯანის ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ბრიტანული ნომერ პირველი ბრენდის ტექნიკას და სრულ საგრანტიო მომსახურებას აზერბაიჯანის მასშტაბით. ამ გაფართოებამ საშუალება მოგვცა, პრემიუმ ბრენდის ტექნიკის მიწოდებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში აზერბაიჯანში ოფიციალური  ვიზიტით იმყოფებოდა.  




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TDI ნაკაიძეზე - მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობა სიძულვილსა და ძალადობას მიზანმიმართულად აქეზებს
რატომ პოპულისტობს და რას არ აკეთებს ხელისუფლება, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებმა რეალურად დაიწიოს
პროკურორებმა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

როგორ ვითარდება მოვლენები რუსთაველზე - აქციის დარბევა.












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics