|
2023-02-20 22:08:28, 1685 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მიმდინარე კვირაში შეიძლება რუსეთის რევანში მოხდეს, შეტევას უნდა ველოდოთ
მიმდინარე კვირაში რუსეთის რევანში შეიძლება მოხდეს, შეტევას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი დასუსტდა და ვეღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ის ერთი წლის წინ იყო, ხოლო უკრაინას აქვს მოტივაცია და ომის მიუხედავად არის გაძლიერებული. „მიმდინარე კვირაში რუსეთის რევანში შეიძლება მოხდეს, ანუ შეტევას უნდა ველოდოთ. შესაბამისად, ნერვიულობა ჩნდება. უკრაინის ზოგიერთი რეგიონი ასე ცხოვრობს 2014 წლიდან. თუმცა, რუსები აღარ არიან ისეთი ძლიერი, როგორიც ერთი წლის წინ იყვნენ. მაშინაც არ ჰქონდათ რესურსი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის. დღეს ისინი დასუსტებულნი არიან და ჩვენ გავძლიერდით. გარდა ამისა, მათ არ აქვთ ისეთივე მოტივაცია, როგორიც ჩვენს ჯარისკაცებს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვიცვათ ჩვენს სახლებსა და ოჯახებს. როდესაც ჩვენ ვკარგავთ, ჩვენ ნამდვილად ვკარგავთ ყველაფერს: ჩვენს სახლებს, ჩვენი ოჯახის წევრებს. ჩვენ აქ ვცხოვრობთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)