12:11 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 15:56:25, 872 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - დიახ, 24 თებერვალს ჩვენი დელეგაცია რადაში მიწვეულია, თუმცა უარს ვამბობთ

დიახ, მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

ზარქუას თქმით, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, პოლიტპატიმარს უწოდებენ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს.

"ჩვენ დიახ მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ, რატომ? იმიტომ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ასევე ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს",- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics