|
2023-02-18 14:05:19, 1474 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი - ლიდერები როგორებიც არიან პუტინი და ლავროვი, ისინი დაუსჯელი რჩებიან, ამიტომ აუცილებელია ცალკე ტრიბუნალი
ლიდერები, რომლებიც აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელი არიან, ლიდერები როგორებიც არიან პუტინი, ლავროვი... ისინი დაუსჯელი რჩებიან. ამიტომ აუცილებელია ცალკე ტრიბუნალი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა. მისივე თქმით, არსებობს ომის დანაშაული, რომელიც შეიძლება გამოიძიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ან უკრაინამ, მაგრამ ასევე არსებობს პოლიტიკური ლიდერების დანაშაული, რომ არა ისინი, არ იქნებოდა ომის დანაშაულებები. "არსებობს ომის დანაშაული, რომელიც შეიძლება გამოიძიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ან უკრაინამ, მაგრამ ასევე არსებობს პოლიტიკური ლიდერების დანაშაული, რომელიც არის აგრესიის დანაშაული. ლიდერების დანაშაულის, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ თავს დაესხან სხვა ქვეყანას. რომ არ ყოფილიყო ლიდერების დანაშაული, არც ომის დანაშაულები იქნებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ აგრესიის დანაშაულის პასუხისმგებლობაზე, სხვა შემთხვევაში, ისტორია უბრალოდ თავისით გამეორდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერები, რომლებიც აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელი არიან, ლიდერები როგორიც არიან პუტინი, ლავროვი... ისინი დაუსჯელი რჩებიან. ამიტომ აუცილებელია ცალკე ტრიბუნალი", - განაცხადა კალასმა.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)