|
2023-02-17 22:45:30, 1806 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰააგამ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საკომპენსაციო ორგანიზაცია შექმნა
პარასკევს, 17 თებერვალს, ნიდერლანდების მთავრობამ ჰააგში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საერთაშორისო საკომპენსაციო ორგანიზაციის - ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ. მათი თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს დამპყრობლების მიერ მიყენებული ზარალი უზარმაზარია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმების შექმნა, რათა რუსეთის ფედერაციამ გადაიხადოს ყველაფერი იმისთვის, რაც მან გააკეთა. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ზარალის საფუძვლიანი შეფასება და ამ მონაცემების შემდგომი გამოძიებისთვის დოკუმენტირება. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ სავსებით მიზანშეწონილია ჰააგაში ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა, რადგან ეს ქალაქი „საერთაშორისო მართლმსაჯულების დედაქალაქად“ ითვლება. „რეესტრი უნდა გახდეს ყოვლისმომცველი რეპარაციების მექანიზმის პირველი კომპონენტი, რომელიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აგრესორმა სახელმწიფომ უკრაინას მიყენებული ზიანისთვის სრულ კომპენსაცია გადაუხადოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)