12:59 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 17:28:40, 833 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ეს არის ნატო-ს გზავნილი

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ეს არის სწორედ ნატო-ს გზავნილი საქართველოსთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო.

“საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ის გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო, მერე ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 1 წელია გრძელდება.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, თანამშრომლობას ისეთ პარტნიორთან როგორიც საქართველოა. ეს არის სწორედ ნატო-ს გზავნილი საქართველოსთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics