|
2023-02-16 16:18:53, 1527 ნახვა
მსოფლიო
რუსული რეზინის აკრძალვამ ევროკავშირში კამათი გამოიწვია - ელჩები სანქციების მეათე პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები სანქციების მეათე პაკეტზე სინთეტიკური რეზინის საჭიროების გამო ვერ შეთანხმდნენ. როგორც Politico წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სანქციების მეათე პაკეტი უნდა შეიცავდეს რუსული წარმოების სინთეზური რეზინის იმპორტის აკრძალვას. თუმცა, ამან „არსებითი უთანხმოება“ გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შორის. კერძოდ, პოლონეთმა მხარი დაუჭირა სანქციებს, მაგრამ იტალია და გერმანია აღნიშნულ სანქციას სკეპტიკურად უყურებენ. გამოცემის ცნობით, ხელოვნური რეზინის წარმოებით რუსეთს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალს მოაქვს. 2021 წელს რუსეთმა სინთეტიკური კაუჩუკის ექსპორტი თითქმის 2 მილიარდ დოლარად მოახდინა, საიდანაც 700 მილიონი ევროკავშირიდან შემოვიდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 თებერვალს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, პაკეტი ირანული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციებსაც მოიცავს. ლაიენის თქმით, ახალი შემაკავებელი ზომები 11 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კრიტიკული ტექნოლოგიებისა და სამრეწველო საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალური გავლენის მისაღწევად, შემოთავაზებულია, რუსეთისთვის საჭირო მრავალი სახის სამრეწველო საქონელზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაწესდეს და მათი მესამე ქვეყნების მეშვეობით მოპოვება შეუძლებელი გახდეს. გარდა ამისა, ახალი პაკეტით, შემოთავაზებულია დაწესდეს შეზღუდვები, მათ შორის, სამშენებლო სფეროში საქონელზე, რომელიც შეიძლება რუს სამხედროებს გადაეცეს. რაც შეეხება ირანს, ლაიენი ამბობს, რომ სანქციების დაწესება ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებამ გამოიწვია.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)