16:08 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 11:04:02, 1632 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. როგორც Sky News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის მთავრობა ახალ პაკეტს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღებს.

როგორც გამოცემა წერს, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდამჭერ რამდენიმე განცხადებას ამზადებს.

წყაროების ცნობით, ეს განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და პოტენციურად 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მოიცავს.

ოფიციალური პირების თქმით, აშშ უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, თუმცა აღნიშნულ პაკეტში არ იქნება გათვალისწინებული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics