14:52 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 11:07:56, 899 ნახვა

პოლიტიკა
„არა მოღალატეებს“ - „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

"არა მოღალატეებს" - თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს აპროტესტებენ.

პარალელურად, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

"ასეთი აქციები გაგრძელდება, რადგან "ქართული ოცნება" დგას პუტინის რეჟიმის გვერდით, მაგრამ ქართველი ხალხი დგას უკრაინისა და ევროპის გვერდით. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მთელ მსოფლიოსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნება" უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას გართმევთ", - უთხრა "ტვ პირველს" აქციაზე მისულმა პოლიტიკოსმა, გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, 9 თებერვალს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა რუსეთს აქვს. მმართველი გუნდის თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა მოჰყვა.

რაც შეეხება აქციებს, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ქრონოლოგია ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი,  ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ.

რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. 

ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics