|
2023-02-11 12:23:17, 1748 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ათასი ადამიანი დაიღუპა, ამ ფონზე ანტაკიაში კორპუსების მშენებლების დაკავებები დაიწყო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დადასტურებულმა მსხვერპლთა რაოდენობამ 20 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. დეპარტამენტის ცნობით, 80 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ეს მაჩვენებლები, ექსპერტების აზრით, გაგრძელდება. დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა დარტყმებიდან 100 საათზე მეტი გავიდა, გადარჩენილების პოვნა და გადარჩენა მაინც შესაძლებელია. „სამწუხაროდ, ჩვენთვის უაღრესად რთულია მუშაობა, რადგან მიწისძვრის დამანგრეველი შედეგები ვრცელდება 10 პროვინციაზე, 500 კმ მანძილზე." - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი. ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ სტამბულის აეროპორტში დააკავეს იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ანტაკიაში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტა და ააშენა. შენობა მთლიანად დანგრეულია; ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ათასამდე ადამიანი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი მონტენეგროში გაფრენას გეგმავდა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)