14:52 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 22:01:51, 1035 ნახვა

პოლიტიკა
ჩალაძე - ევროკავშირის 27 ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის თავისუფლების საკითხის გადაწყვეტას სთხოვს

ევროკავშირის 27 ქვეყნის პირველი პირი პირდაპირ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მოკლე დროში და მიეცეს პოლონეთში გადაყვანის საშუალება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი პარტინორები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან ეჭვქვეშ დააყენებს.

"ევროკავშირის 27 ქვეყნის პირველი პირი ცალსახად, პირდაპირ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მოკლე დროში და მიეცეს პოლონეთში გადაყვანის საშუალება. ეს არის პირდაპირ, ხაზგასმით მოთხოვნა ქვეყნისადმი და ისინი უსმევენ აქცენტს ერთ საკითხს, საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილი გამოიწვევს ეჭვქვეშ დაყენებას საქართველოს ურთიერთობების აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროპულ ჩვენს პარტნიორებთან . მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩვენი დიპლომატების ძალას წინ ვერ დაუდგება ერთი რუსული ქვეყნის საფრთხეები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების პირიდან ჟღერს.", - ამბობს ჩალაძე 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics