|
2023-02-10 10:57:17, 995 ნახვა
პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - თუ ევროკავშირში გაწევრიანება აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის ფასი არა აქვს
თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის ტრადიციული ღირებულებების დათმობასა და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, საჭიროა, ფართო დისკუსია ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებსა და გაერთიანებაში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. „ცენზურისგან თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ამ ტრივიალური ჭეშმარიტების გათვალისწინებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას მთელი ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან. თუ ეს მართლაც ასეა (და არავითარი საფუძველი არა გვაქვს ადვოკატების სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ), გამოდის, რომ ევროკავშირს, რომელზეც 90-იანი წლებიდან სწორედ ფასეულობების - სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების გამო ვოცნებობდით, მძიმედ ქონია ღირებულებითი საფუძველი შერყეული. საქართველოში ფსევდოლიბერალების მთავარი იარაღი სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედიაა. გამოდის, რომ ევროპაშიც ფსევდოლიბერალების დომინირების მთავარი იარაღი სწორედ სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედია ყოფილა. როდესაც ვხედავთ უმძიმეს კორუფციულ სკანდალებს ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც ვხედავთ, როგორ ვერ იცავს ევროკავშირი თავს გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისებისგან, როდესაც ვხედავთ, როგორ მფარველობენ ევროპული სტრუქტურების სახელით მოქმედი პოლიტიკოსები კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, როდესაც ვხედავთ, როგორ ახალისებენ ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებასა და სიმულაციას, როდესაც ვხედავთ, როგორ ითხოვს ევროპარლამენტი 400-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერით სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, როდესაც ვხედავთ, როგორ გვახვევენ თავს ლგბტ პროპაგანდას და უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, როდესაც ვხედავთ, როგორ მტრობენ ევროკავშირიდან დაფინანსებული ქართული ენჯეოები ეკლესიას და სახელმწიფოს და ბოლოს, როდესაც ვხედავთ, რომ, თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ბუნებრივად იძენს აქტუალობას კითხვა, ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწყლებს? თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს. შესაბამისად, ვუერთდებით ცალკეული ექსპერტების მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, მის ღირებულებით ტრანსფორმაციას და აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. ქართველმა ხალხმა ყველა პრინციპული გადაწყვეტილება არა ემოციებისა და სტერეოტიპების კარნახით, არამედ ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს“, - ნათქვამია ანტიდასავლური მოძრაობის განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)