22:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 21:54:31, 869 ნახვა

პოლიტიკა
ანა წითლიძე - ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ უფლებას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოკლას

ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობა ყველგან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის გადაწყვეტილება, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება და არ მისცემენ მას უფლებას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოკლას.

"ახალი თავმჯდომარისგან მოვისმენთ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ბრძოლა. ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობა ყველგან. ყველგან უნდა იგრძნოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მოსამართლემ, ეს არის ის, რაც მას არ შერჩება მშვიდად და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოკლას", - განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კი პარტიის ოფისში იკრიბებიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics