17:33 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 16:19:30, 442 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ვწუხვარ, რომ ზელენსკის იმისთვის სცალია, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს

ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ კომენტარს. 

ზარქუამ უკრაინელ ხალხს "გამარჯვება და ღირსეული ხელისუფლება" უსურვა. 

"ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს. ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი იღუპება. რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის, უტევს და ამ დროს ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც სხვათა შორის მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ, იქ სადაც ახლა ზის, ჩემთვის გაუგებარია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას და ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას," - ამბობს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პროცესს დისტანციურ რეჟიმში დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას უკრაინულ ენაზე მიმართა და ადეკვატური მკურნალობა მოითხოვა. მან ასევე, მდგომარეობის საჩვენებლად, პროცესზე მაისური აიწია. ამის შემდეგ, ჩართვა "ტექნიკური შეფერხების" მოტივით შეწყდა. 

ექსპრეზიდენტის მდგომარეობის აღმნიშვნელი ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მედიას და დიპლომატებს უჩვენა.  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს:

„ეს არის უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics