22:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 23:47:05, 1986 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმა რომ დააპიროს საუბარი ძალიან ბევრ ცუდს იტყვის, მისი ჩამოყვანის დამგეგმავებთან დაკავშირებით

სააკაშვილი მის ჩამომყვანებს ციხეში არაფერში არ სჭირდებათ. არანაირ სარგებელს მათ არ მოუტანთ ციხეში მყოფი სააკაშვილი. პარტნიორი ვერ იქნება ჩამომყვანი. მისი ჩამომყვანია რაღაცა ძალა, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეში, საბანკო სისტემის რეპუტაცია ჩამოაქციოს, ოღონდ ერთი კონკრეტული მიზნის აღსრულების მცდელობა ქონდეს. აი, ამ ძალასთან გვაქვს საქმე,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა ,,ღამის კურიერის’’ ეთერში ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა სააკაშვილი მისი ჩამოსვლის ორგანიზატორებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, ორი  ცუდი ვარიანტიდან, მის საქართველოში ჩამომყვანებს ორივე ვერსია აწყობთ.

"სააკაშვილი ციხეში მათთვის არის საფრთხე. ერთ მშვენიერ დღეს ამ ადამიანმა, რომ გადაწყვიტოს ლაპარაკი, ძალიან ბევრ ცუდ რამეს იტყვის, მისი ჩამოყვანის დამგეგმავებთან დაკავშირებით. ორი ვარიანტიდან ერთი ყველაზე საშინელი, მძიმე - პატიმრის გარდაცვალება, და გარეთ გამოსვლაც, ორივე შემთხვევა აწყობთ. ახლა მე ძალიან ბინძურ სცენარზე ვლაპარაკობ. გარდაცვალებით შეეცდებიან ქვეყნის არევას, ამიტომ ატარებენ რისკის ზღვარზე და მეორე, თუ მიაღწევენ მიზანს და გამოიყვანენ, უკვე თავად დაავალებენ არეულობას. მათ მიაჩნიათ, რომ ამისი რესურსი სააკაშვილს გააჩნია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics