17:03 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 09:59:50, 872 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩავუშოღლუ - ვფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

ვფიქრობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

როგორც ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართული დისკუსიის დროს აღნიშნა, ომში ჩართული ორივე ქვეყნისთვის მშვიდობა უნდა იყოს მისაღები და არა ნაკარნახევი.

„ვფიქრობთ, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ეს არის ის, რისიც გულწრფელად გვჯერა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები ოკუპირებულია. მშვიდობა უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არც ერთი მხარე - არც უკრაინა და არც რუსეთი არ მიიღებს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს.

„ჩვენ ვაგრძელებდით კომუნიკაციას ორივე მხარესთან. ორივე მხარესთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. სწორედ ამიტომ, არ ვმონაწილეობდით სანქციებში, არ ვმონაწილეობდით ომში. ჩვენ სრულად შევასრულეთ მონტროს კონვენცია. უფრო შორსაც წავედით, როდესაც ნატო-ს წევრის რანგში, მოსკოვთან დიალოგის მოწოდებით გამოვედით“, - თქვა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი არ იშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ შავ ზღვაზე შემდგომი კონფლიქტები თავიდან აიცილოს.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".

გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics