|
2023-02-01 08:47:46, 3360 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მივმართავთ ძალისხმევას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში, არამედ დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი
ჩვენ მივმართავთ ძალისხმევას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში, არამედ დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას. „დღეს, ისევე როგორც, ფაქტობრივად, ყოველდღე, ჩავატარე რამდენიმე თათბირი სამხედროებთან, დაზვერვის ხელმძღვანელობასთან. დეტალურად განვიხილეთ სიტუაცია, ძირითადი ოპერატიული მიმართულებები და პერსპექტივები. განვიხილეთ ის, რისთვისაც ემზადება ოკუპანტი და ის, თუ რით ვპასუხობთ რუსეთის ასეთ მომზადებასა და რევანშის მცდელობას. ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების ძალები, ხელისუფლება, ჩვენი პარტნიორები - ყველა ერთად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში, არამედ ოკუპანტმა დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი. რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას. მე მადლობელი ვარ პარტნიორების, როლებიც ამ პოზიციას მხარს უჭერენ“,- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, დაზვერვა და ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი ახალი შეტევისთვის თებერვალ-მარტში ემზადება და რომ მომდევნო რამდენიმე თვე შეიძლება განსაკუთრებით რთული და გადამწყვეტი იყოს უკრაინისთვის.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)