|
2023-01-31 12:52:38, 892 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტი - კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook- გვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია. მათი განმარტებით, საქართველომ ახალი ინდექსის მიხედვით 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს სტატიას კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ახალი ინდექსის მიხედვით წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ“, „მნიშვნელოვნად წინ ვერ წავიწიეთ“ და ა.შ. სინამდვილეში, საქართველო პირველად, ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელსაც საქართველო უსწრებს ან თანაბარი ადგილი აქვს: საქართველო - 41-ე ადგილი 1. ჩეხეთი - 41 2. იტალია - 41 3. სლოვენია - 41 4. პოლონეთი - 45 5. სლოვაკეთი - 49 6. კვიპროსი - 51 7. საბერძნეთი - 51 8. მალტა - 54 9. ხორვატია - 57 10. რუმინეთი - 63 11. ბულგარეთი - 72 12. უნგრეთი - 77 ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები:
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)