|
2023-01-31 10:47:41, 1260 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე ენმ-ის არჩევნებზე - იქნება თუ არა ეს პიროსის გამარჯვება, დამოკიდებულია ბევრ რამეზე
როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ენმ-ში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებს. როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, არჩევნების ჩატარების მიზეზი პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება იყო და არა არსებული პრობლემების მოგვარება. "როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული. ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ გვაქვს სასწორის პინაზე დასადები ათი გირი. პლიუს ნიშანზე დავდებდი ორს, მინუს ნიშანზე რვას. რა არის ეს ორი დადებით მოვლენა, რომელიც აქტივში შეიძლება ჩაიწეროს? თავად მრავალათასიანი არჩევნების ჩატარების ფაქტი და გამოყენებული ტექნოლოგიები, რომელიც უპრეცედენტოა ქართულ პოლიტიკაში, ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარდაუვალობა, რომელსაც წინ უძღოდა მედიაშტურმი, სოციალური ქსელებით აქტივობა და იძულების შიდა თუ გარეპარტიული ბერკეტების გამოყენება, ინტრიგები, სადაც პირადი ინტერესებიც იყო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი მოტივატორი. რა არის ამაში კარგიო, იკითხავთ ალბათ. კარგი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების ხერხებიც დასავლური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის სუფთად არ ხდება და არც ჩვენთან განვითარებული მოვლენები იყო ამისგან თავისუფალი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი წამოწყებული იყო უდროო დროს და პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, მომხდარი ფაქტი მაინც შეიძლება შეფასდეს ხარვეზიანად, მაგრამ მაინც შიდაპარტიული დემოკრატიის გამოვლინებად, რაც უცხოა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ერთმმართველობის პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა და არც მომხდარა მსგავსი რამ საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე", - აცხადებს გოცირიძე, რომელიც ლევან ხაბეიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ "იქნება თუ არა ეს პიროსის გამარჯვება, დამოკიდებულია ბევრ რამეზე". "პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვებულ მხარეს და პირადად ლევან ხაბეიშვილს. ასევე მინდა აღვნიშნო დამარცხებული მხარის და პირადად ნიკა მელიას ღირსეული რეაგირება მარცხზე... უარყოფით მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ ღრმა განხეთქილება პარტიის “ლიდერშიფში”, აქტივსა და მხარდამჭერებს შორის. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, სურვილის ქონა და დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ არის შესაძლებელი. იქნება თუ არა ეს პიროსის გამარჯვება, თუ მოხერხდება კრიზისის დაძლევა, რეპუტაციული ზიანის ჩამორეცხვა და საპარლამენტო არჩევნებამდე ჯანსაღი ვითარების აღდგება, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ამ საქმეში მეტწილი პასუხისმგებლობა გამარჯვებულ მხარეს ეკისრება", - წერს გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)