|
2023-01-30 13:45:50, 844 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ვინ და ვინ ტოვებს პარტიულ თანამდებობას
პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამომრჩეველთა 52,58%-მა ხმა ლევან ხაბეიშვილს მისცა. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ნიკა მელიას მხარდამჭერ რიგებში მყოფმა პარტიის წევრებმა თანამდებობები დატოვეს. პირველი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. შედეგების გამოცხადებიდან მალევე, ნაყოფიამ თქვა, რომ "იგივე თანამდებობაზე საკუთარ თავს აღარ განიხილავს". იგივე პოზიცია გაიზიარა გიორგი კირთაძემ, რომელსაც მელია გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დანიშვნას ჰპირდებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება. "მე ეს ადრეც ვთქვი, ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში მე ვეღარ გავაგრძელებდი ბათუმის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას... მე არსად მივდივარ, ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვარ ამ პარტიაში", - განაცხადა გიორგი კირთაძემ. თანამდებობა დატოვა აკაკი მინაშვილმაც, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნისა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. „მინდა მივულოცო ლევან ხაბეიშვილს, თუმცა ამავე დროს გითხრათ, რომ მე მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში. ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. ორივე ამ პოზიციას ვტოვებ. ბუნებრივია, პარტიიდან არ მივდივარ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი და იყოს პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაში,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. თანამდებობა ასევე დატოვა ბაჩო დოლიძემ, რომელიც საორგანიზაციო მდივნის პოზიციას იკავებდა და საზოგადოებრივი ურთიერთობის ხელმძღვანელმა გიორგი პატარაიამ, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2004 წლიდან 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" ჰქონდა, თუმცა მზად იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. კენჭისყრა კი 28-29 იანვარს გაიმართა.
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)