13:52 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 14:25:19, 692 ნახვა

სამართალი
ბრიტანელი ექსპერტი - სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რისი შედეგიც არის დემენცია

მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია, - ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, კორნელიუს კატონამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით იკითხება. 

ბრიტანელი ექსპერტის თქმით, სააკაშვილი იღებდა მრავლობით მედიკამენტებს, რასაც შეიძლებოდა ტოქსიკური ეფექტი ჰქონოდა.

"გამიჭირდება გითხრათ, როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, ის გავსინჯე 2022 წლის ნოემბერში. მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია. სამი საათი გავატარე სააკაშვილთან, შევისწავლე სრულ ფსიქიკური დაავადება, ანამნეზი. დიაგნოსტირების პროცესში გამოვიყენე ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია. ამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. 

სააკაშვილი იღებდა მრავლობით მედიკამენტებს, რასაც შეიძლებოდა ჰქონოდა ტოქსიკური ეფექტი. ის იღებდა ფსიქოთერაპიული პროფილის მედიკამენტებს, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესისა და შიშების მოხსნის მედიკამენტებს, ამას სააკაშვილი არ იღებდა, რაც ინარჩუნებდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. 

ფსიქოლოგიური მკურნალობა არ იქნება ეფექტური, თუ იქნება პაციენტი გარემოში, სადაც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. მე ასევე ვიცი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პირი, რომელსაც დემენცია აქვს, არ უნდა იყოს პატიმრობაში", - განაცხადა ექსპერტმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics