|
2023-01-27 11:31:04, 1456 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა
„თიბისი“ IT აკადემია ყოველწლიურად სრულიად უფასოდ სთავაზობს ნიჭიერ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებას. 2022 წელს კურსი 180- მა სტუდენტმა დაასრულა. აკადემიაში სტუდენტების 10 ჯგუფი გადამზადდა, რომლებმაც 8 მიმართულება შეისწავლეს, ესენია : Frontend (Angular),Test Automation ,Full stack Java ,Devops ,IOS (Swift), Outsystems , Android (Kotlin), Backend .Net. ნიჭიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში „თიბისი“ IT აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის - ამ დრომდე, აკადემიას 600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათი 95%-ი წარმატებით დასაქმდა სხვადასხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურენტულ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიაში, სადაც საშუალო ჯამური წლიური შემოსავალი 18 000 000 ლარია. „თიბისის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ, ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც,” - ამბობს „თიბისი“ IT აკადემიის ლიდერი, ზურაბ პერტაია. აღსანიშნავია, რომ „თიბისი“ IT აკადემია „თიბისის“ კულტურასა და სულისკვეთებას სრულად იზიარებს - ლექტორები და მენტორები, რომლებიც სასწავლო პროცესს უძღვებიან, როგორც წესი, თიბისის გუნდის წევრები და კომპანიის კულტურის თანაზიარნი არიან. მეტიც, სწავლების პროცესი თითქმის ისეთივეა, როგორიც „თიბისის“ სხვადასხვა გუნდში. „თიბისი“ IT აკადემიაში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, ვებინარებს, მასტერ-კლასებსა და ღია კარის დღეებს. „თიბისი“ IT აკადემია კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია და აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა, რეგისტრაცია კი 2023 წლის კურსებზე გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი. „თიბისი“ აკადემიასა და IT კურსების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე- https://www.tbcacademy.ge/it-academy
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



